ხელმისაწვდომი საშინაო ნიღაბი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, დაატენიანებს და გამოკვებავს კანს

შემოგთავაზებთ უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ატენიანებს კანს და ებრძვის ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელ კანის სიმშრალეს.

ბანანისა და თაფლის ნიღაბი სუკეთესო არჩევანია. იგი ატენიანებს კანს, კვებავს უჯრედებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

საკვები ნივთიერებების უმეტესობა კანს მიეწოდება სისხლის მიმოქცევის გზით, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება გამოყენებული  იქნას ადგილობრივად. კანის ზედა ფენა, რომელსაც ეწოდება რქოვანა შრე, შედგება მკვდარი უჯრედებისგან (დაახლოებით 15-20 ფენა). ის კანის დამცავი ერთგვარი ბარიერია, იცავს მას ინფექციებისა და მავნე ქიმიკატებისგან.

გარდა ამისა, რქოვნა შრე აბრკოლებს ვიტამინების შეწოვას,  ამიტომ აქერცვლა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ნებისმისერი ნიღაბის, განსაკუთრებით კი ბანანის ნიღაბის გამოყენებამდე.

ნიღაბის ძირითადი ინგრედიენტია ბანანი, რომელიც უამრავი სასარგებლო ვიტამინით არის გაჯერებული.

კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ კანი შეიწოვს C ვიტამინს, ამიტომ რეკომენდებულია ნიღაბს დაამატოთ ფორთოხლის წვენი, კივი, მარწყვი, გარგარი, ატამი.

ნიღაბი კვებავს კანს, ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, ღრმად ატენიანებს და აძლიერებს მის ბუნებრივ ბზინვარებას.

ფორთოხლის წვენის დამატება ხელს უწყობს კანის აქერცვლას და აუმჯობესებს C ვიტამინის შეწოვას.

თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ნიღაბი კანს იცავს მზისგან და ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას.

ნიღაბი გაჯერებულია კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმითა და A, B6, C_ვიტამინებით.

ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია და, რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი მწიფე ბანანი
  • 1 ჩ. კ. თაფლი
  • 1 ჩ. კ. ფორთოხლის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღბამდე აურიეთ. ნიღაბის გამოყენებამდე სახე საპნით დაიბანეთ. მზა მასა  დაიტანეთ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი.
  2. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ნიღაბის გამოყენებამდე მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელნაკეთი რბილი სკრაბი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ნიღაბის სარგებლის უკეთ შეწოვას.

ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. ამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და გაიუმჯობესეთ კანის მდგომარეობა.