ნატურალური ჩაი მოგიგვარებთ წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თავიდან აგარიდებთ სითხის შეკავებას ორგანიზმში

ნიახური  სამკურნალო მცენარეა და უძველესი დროიდან აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად. სამკურნალოა მცენარის როგორც ფოთლები, ღერო და ფესვები, ისე თესლი.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ნიახურის თესლის ბაზაზე მომზადებული ჩაის რეცეპტს, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიახურის თესლი 1 ჩ. კ.
  • მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 500 მლ

მომზადებისა და მიღების წესები:

ნიახურის თესლი და მწვანე ჩაი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენი დააყოვნეთ 20 წუთი.

დალიეთ ფინჯანი ნიახურის ჩაი, მიიღეთ მრავალი სარგებელი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნიახურის თესლის ჩაის ყოველი ფინჯანი დიდი რაოდენობით შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, რის გამოც ის ძალიან სასარგებლოა ოსტეოართრიტის და პოდაგრის სამკურნალოდ. ნიახურის თესლის ჩაი დაგიამებთ სახსრების ტკივილს და როგორც ბუნებრივი დიურეტიკი მოგიხსნით შეშუპებას.

თუ თქვენ მიდრეკილი ხართ თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ, შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნიახურის თესლის ჩაის და შეძლებთ აიცილოთ მათი წარმოქმნა და ხელი შეუწყოთ არსებული კენჭების შემცირებას.

ბუნებრივი შარდმდენი ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას და ხსნის შეშუპებას.

ნიახურის თესლის ჩაი არის ეფექტური საშინაო საშუალება საშარდე გზების ინფექციების დროს. გახშირებული შარდვა ხელს უწყობს გამომყოფ სისტემაში მოხვედრილი ბაქტერიების გამოდევნას.

თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ლამაზი ფიგურა ან მოიშოროთ ჭარბი წონა, რეგულარულად დალიეთ ნიახურის ჩაი. მისი დახმარებით შეძლებთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

შარდმდენი თვისებებით წყალობით სამკურნალო ჩაი წმენდს ორგანიზმს. თირკმელების დახმარებით შესაძლებელია სისხლის გაფილტვრა მინარევებისაგან და ტოქსიკური ნივთიერებებისგან.

ცნობილია, რომ ნიახურის თესლის ჩაი ხელს უწყობს სისხლის  წნევის დარეგულირებას, მაგრამ თუ იღებთ წნევის დამწევ მედიკამენტებს, თავი შეიკავეთ ნიახურის თესლის ჩაის გამოყენებაზე.

დადასტურებულია, რომ ლუთეინი, რომელიც შედის ნიახურის თესლის ჩაის შემადგენლობაში ებრძვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს. ამ მცენარეული სასმელის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!