თუ მაცივარში ფარში გაქვთ, ოჯახის წევრებს ამაზე გემრიელს ვერაფერს მოუმზადებთ

ძვირფასო დიასახლისებო, ალბათ, მუდმივ ძიებაში ხართ, ფიქრობთ, რა შეიძლება მოამზადოთ, რომ ყველანი, დიდებიც და პატარებიც, გაახაროთ და გემრიელად დაანაყროთ. შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომლითაც სადღესასწაულო სუფრის დამშვენებასაც შეძლებთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენი კერძით ყველას აღაფრთოვანებთ.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 600 გრ ღორის ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხორცის ფარში
  • 400 გრ კარტოფილი
  • 250-300 გრ ხახვი
  • 150 გრამი ხმელი ყველი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი
  • 50 გრ მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. ფარშს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და შეაზავეთ. ხახვი დააჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. საცხობ ფორმაზე დაასხით ცოტა ზეთი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ მოაყარეთ ხახვი. შემდეგ შეზავებული ფარშისგან გამოხელეთ კატლეტები (მრგვალი ფორმის) და ფორმაზე გაანაწილეთ.
  2. კვერცხი გახეხეთ წვრილ სახეხზე და კატლეტებზე თანაბრად გაანაწილეთ.
  3. წვრილ სახეხზე გახეხეთ უმი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, აურიეთ და ცოტა ხნით დააყოვნეთ. კარტოფილი გამოყოფს წვენს, გადაღვარეთ და გახეხილი კარტოფილი კვერცხის ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და გახეხილ კარტოფილზე  თანაბრად გაანაწილეთ. კატლეტებს ზემოდან გაუკეთეთ მაიონეზის ბადე.
  5. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. კატლეტებს გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული კატლეტები ძალიან გემრიელია და ვიზუალურადაც ისეთი ლამაზია, რომ ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. გემრიელად მიირთვით!