თუ ჩვენი კვების რაციონი დატვირთული არ არის ვიტამინებითა და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა შეგვექმნას.
ამჯერად, შემოგთავაზებთ მულტივიტამინის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიჯერებთ ორგანიზმს ნუტრიენტებით და შეუნარჩუნებთ თვალს ჯანმრთელობას. სასმელი აფერხებს მხედველობის დაქვეითებას და აგარიდებთ თვალის დაავადებებს.
კატარაქტა
ეს არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზი. კატარაქტას განვითარებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები. ეს იწვევს დაჟანგვას. ოქსიდაცია არის მთავარი მიზეზი თვალის ლინზის დაბინდვის.
დიაბეტი
დიაბეტი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ბევრ ორგანოს, მათ შორის არის თვალიც. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. დიაბეტური რეტინოპათია არის თვალის ბადურის დაზიანება, რომელსაც იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანება. ბადურა არის ქსოვილის ფენა შიდა თვალის უკანა მხარეს. ბადურა გარდაქმნის სინათლესა და გამოსახულებებს, რომლებიც შედის თვალში. ის გადასცემს ტვინს ინფორმაციას თუ რას ხედავს ადამიანი.
ბადურის გამოყოფა
მხედველობის გაუარესების მიზეზი არის ბადურის გამოყოფა. ბადურის გამოყოფა შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვებით, დიაბეტით, ანთებითი დაავადებებით. ბადურა შორდება კედელს, რაც იწვევს მხედველობის გაუარესებას ან დაკარგვას. გარდა ამისა, ირღვევა ბადურის სისიხლით მომარაგება.
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი), C და B2 (რიბოფლავინი) აუცილებელია კატარაქტის თავიდან ასაცილებლად.
შემოგთავაზებთ ალოეს ბაზაზე მომზადებული სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ბუნებრივი გზით გაიჯეროთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით, გაიუმჯობესოთ მხედველობა და ხელი შეუწყოთ თვალის ჯანმრთელობას.
სასმელის შემდგენლობაში შედის თაფლი და თხილეული. პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს და ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტებს.
თხილეულის შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თხილეული: ნიგოზი, თხილი, ნუში, ბრაზილიური კაკალი, კეშიუ, პეკანი, ფისტა.
მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოე ვერას წვენი 100 მლ
- დაფქული თხილი 500 გრ
- თაფლი 300 მლ
- 3-4 ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
- ალოე გამოყენებამდე 10-14 დღის განმავლობაში არ მორწყათ. შემდეგ მოჭერით საჭირო რაოდენობის ფოთლები და 12-14 დღით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გამოწურეთ წვენი.
- დაფქვით თხილი, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ. სასმელი გადაასხით მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
მიღების წესი:
სასმელი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო-თითო ჩ. კ. მიიღეთ რეგულარულად სასურველი შედეგის მიღბამდე. მკურნალობის დაწყებიდან 15-20 დღის შემდეგ შეისვენეთ. 7 დღის შემდეგ სამკურნალო პროცედურები კვლავ გააგრძელეთ.
ალოეს წვენი უკუჩვენებითია ორსულთათვის, თირკმელების მწვავე დაავადებებით დაავადებულ ადამიანთათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტუბერკულიოზის, ჰემაროისა და შარდ-სასქესო სისტემის ანთებების დროს. გისურვებთ ჯანმრთელობას!