ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიისგან თავი საიმედოდ რომ დაიცვათ, მიიღეთ მარტივი საშინაო საშუალება

შემოგთავაზებთ შვრიის რძის რეცეპტს, რომელიც გამდიდრებულია ორგანიზმისთვის სასარგებლო რამდენიმე ინგრედიენტის დამატებით. შვრიის რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძროხის რძის ნაცვლად და მოამზადოთ ფაფები, დაამატოთ ყავას, კაკაოს, გამოაცხოთ ნამცხვრები. შვრიის რძე საუკეთესო გამოსავალია იმ ადამიანებისთვის, ვინც ძროხის რძეს არ იყენებს.

სასარგებლო და გემრიელი შვრიის რძე უმარტივესი მოსამზადებებლია. შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას, აგრეთვე შეიცავს ბეტა-გლუკანებს, რომლებიც ქმნის ნაწლავების დამცავ თხელ ფენას.

შვრიის შემადგენლობაში შემავალი ლინოლეინის მჟავა და ბოჭკოები ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. შედეგად კი ორგანიზმი დაცულია ათეროსკლეროზისგან, ინფარქტისა და ჰიპერტენზიისგან.

შვრია ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. სწორედ ამიტომ, ის ეფექტურად გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

ცილებით, კალციუმითა და E ვიტამინით მდიდარი ნუში უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ის შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავის ფუნქციონირებას.

ნუში გაჯერებულია რკინით, მაგნიუმით, ფოსფორითა და მანგანუმით. ნუში ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს, რადგან მისი ზეთები წმენდს არტერიებს.

შვრიის რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 1 ჩ. ჭ.
  • გაფილტრული წყალი 1 ლ
  • ნუში 50 გრ
  • ქიშმიში ან ფინიკი ან თქვენთვის სასურველი სხვა ჩირი 50 გრ

მომზადების წესი:

ქილაში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები, დაახურეთ ხუფი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

მიღებული მასა დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ წყალი. მზა ნარევი გადაწურეთ და მიიღებთ უფრო ნაზ მასას.