სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საუკეთესო რჩევას, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ სხეულის გაღვიძებას, ენერგიით აღვსებას, მეტაბოლიზმის ასწრაფებას, შეძლებთ მთელი დღის განმავლობაში იყოთ აქტიურები და ენერგიულები.
1. გაღვიძებისთანავე დალიეთ ლიმონითა და თაფლით გაჯერებული თბილი წყალი
ამ მეთოდით ხელს შეუწყობთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას და მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ მხნედ იგრძნოთ თავი. გაითვალისწინეთ, წყალი აუცილებლად უნდა იყოს თბილი.
2. მაღვიძარა დააყენეთ 30 წუთით ადრე
ეს განსაკუთრებით ძნელი იქნება მათთვის, ვინც დილით ძალიან ადრე დგება.
ადრე გაღვიძებით შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, ხელს შეუწყობთ მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და უზრუნველყოფთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.
თუ თქვენ გვიან დგებით, აფერხებთ ამ პროცესებს და ხელს უწყობთ ტოქსინების რეაბსორბციის რისკს.
3. რა თქმა უნდა, თუ დრო გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ვარჯიში
ამ გზით შეაფერხებთ ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას. თუ დილით აქტიური იქნებით, მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ ენერგიულობას.
4. მიირთვით დილით 2 ცალი კვერცხი
არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოამზადებთ მათ, მიიღებთ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას.
5. დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. იგი შეიცავს კატექინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას. მაქსიმალური ეფეფქტის მისაღებად დღის განმავლობაში დალიეთ რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი. შეგიძლიათ ეფექტის გასაძლიერებლად მწვანე ჩაის დაამატოთ სხვადასხვა ბალახები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, შეეცადეთ, იყოთ ენერგიულები, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!