რა არის ჭარბოფლიანობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი და როგორ გადავჭრათ პრობლემა საშინაო პრიბოებში

ოფლიანობა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესია. ოფლის გამოყოფის მთავარი მიზანი სხეულის გაგრილებაა.

ოფლის გამოყოფა იზრდება მაღალი ტემპერატურის დროს, ფიზიკური დატვირთვის, ემოციური დაძაბულობის ფონზე, შიშის, სტრესის ან არასწორად შერჩეული სამოსის ტარების დროს და სხვა. ფიზიოლოგიურ პირობებში ოფლის გამოყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა.

პრობლემას წარმოადგენს ჭარბოფლიანობა, რომელსაც ჰიპერჰიდროზი ეწოდება.

ჰიპერჰიდროზი არის აპოკრინული ჯირკვლების გაზრდილი აქტივობა, რასაც შედეგად მოჰყვება ჭარბოფლიანობა და მისი თანმხლები უსიამოვნო სუნი.

მოცემული პრობლემისგან თავის დასაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, ბიუჯეტური და საოცრად ეფექტური საშუალებები.

ოფლის უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა სოდა. შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე მომზადებული საშუალებების რეცეპტებს.

ვარიანტი 1

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

აურიეთ სოდა და ლიმონის წვენი. მზა მასა შეიზილეთ იღლიებზე და იმ ადგილებში, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბოფლიანობით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ ყოველ დღე რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ვარიანტი 2

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა
  • სიმინდის სახამებელი

მომზადებისა და მოხამრების წესები:

  1. თანაბარი რაოდენობით აიღეთ სოდა და სიმინდის სახამებელი და აურიეთ. ნარევი შეიზილეთ მშრალ იღლიებზე.
  2. გაითვალისწინეთ, მოცემული საშუალება ახშობს ფორებს, ამიტომ ყოველ დღე მისი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმმა ოფლი აუცილებლად უნდა გამოყოს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი საშუალებები და მოცემული პრობლემა მოიგვარეთ უმარტივესი გზით.