როგორ გამოვიყენოთ უბრალო მარილი კონკრეტულ დაავადებათა სამკურნალოდ

იღებთ მარლას, აჯერებთ მას მარილიანი ხსნარით და გარიპის მკვლელი საშუალებაც მზად არის.

შემოგთავაზებთ საბჭოთა ქირურგის რეცეპტს

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი მარილის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მარილის ჭარბად მოხმარება იწვევს სითხის ორგანიზმში შეკავებას, რომელიც შემდეგ მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.

მარილის, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენება ძალიან სასარგებლოა.

მარილის ხსნარს შეუძლია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, გამოივლეთ ყელში და ჩაიწვეთეთ ცხვირში მარილიანი ხსნარი და გაციება მალე გაგივლით

კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია მარილს?

სტატიაში მოცემულ რეცეპტს მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა ექიმი შეგლოვი, რომელიც ამ მეთოდით დაჭრილ ჯარისკაცებს მკურნალობდა. ამ უძლიერესი სამკურნალო რეცეპტის შესახებ ჩვენამდე მისი კოლეგების წყალობით მოაღწია. ექთნების ნაამბობის მიხედვით, ქირურგი საკმაოდ სერიოზულ ჭრილობებს მარილით გაჯერებული ჰიპერტონული ხსნარის წყალობით კურნავდა. 3-4 დღის გამოყენების შემდეგ ჭრილობები იწყებდნენ შეხორცებას, ტემპერატურა დაბლა იწევდა. ძალიან დაბალი იყო ჯარისკაცთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ალბათ გაგიკვირდებათ და იტყვით, ეს როგორ ხდებოდა? საქმე იმაშია, რომ მარილიანი ხსნარი შთანთქავს პათოგენური მიკროფლორის სითხეს, წოვს ყველა მინარევს და ასუფთავებს ქსოვილებს.

მარილიანი წყლის გამოყენების წესები:

  1. როცა ამზადებთ მარილიან ხსნარს, გაითვალისწინეთ, რომ მარილი უნდა შეადგენდეს 10%-ს, ჯობს იყოს ნაკლები, ვიდრე მეტი, რადგან ჭარბმა მარილმა შეიძლება გამოიწვიოს კაპილარებისა და ქსოვილის განადგურება.
  2. ქსოვილი, რომელსაც გაოიყენებთ ჭრილობაზე დასადებად აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, სელის ან ბამბის და საურველია იყოს არა ახალი, არამედ ბევრჯერ გარეცხილი.
  3. თუ გამოიყენებთ მარლას, მაშინ 8 ფენად გადაკეცეთ, ხოლო დანარჩენი მითითებული ქსოვილი-4 ფენად.
  4. მარილიანი საფენი მოქმედებს მხოლოდ იმ ზონაზე, რომელზედაც გაქვთ დაფენილი.
  5. ასეთი მკურნალობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი. ეფექტისთვის დაგჭირდებათ არაუმეტეს ერთი კვირა.
  6. ხსნარი გამოყენების პროცესში უნდა იყოს საკმაოდ ცხელი. ქსოვილი გააჯერეთ ხსნარით, გაწურეთ საშუალოდ, არ უნდა იყოს ძალიან მშრალი და არც ძალიან სველი. დაიდეთ საფენი და შეიხვიეთ.

როგორ გამოვიყენოთ მარილიანი ხსნარი კონკრეტულ დაავადებათა სამკურნალოდ.

  1. თუ თქვენ გაციებული ხართ ან თავი გტკივათ, შუბლზე დაიდეთ კარგად გაწურული მარილის ხსნარის საფენი. 1-1,5 საათში შედეგი გაგაოცებთ. ეს მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც, თუ წნევის მკვეთრი ცვლილებები გაწუხებთ.
  2. თუ გრიპი გაქვთ, მაშინ თავზე საფენის დადების გარდა დაგჭირდებათ კიდევ ერთი საფენი ზურგზე. საფენები დაიტოვეთ მთელი ღამით. პროცედურა გაიმეორეთ  4-5 დღის განმავლობაში.