სითხის შეკავება და შეშუპება თავიდან რომ აირიდოთ, რეგულარულად მიირთვით ნატურალური სასმელი

ოხრახუში დაუჯერებლად სასარგებლო მწვანილია, რომელსაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ოხრახუშის ყოველდღიურად მოხმარება ყოველთვის ასოცირდება ჯანმრთელობასთან. მისი წყალობით მრავალი დაავადების არიდებას შეძლებთ.

ოხრახუში ეფექტურად უმკლავდება შეშუპებას. ხშირი შეშუპება შეიძლება მიმანიშნებელი სიმპტომი იყოს, რომელიც საჭიროებს ყურადღებასა და მკურნალობას. შეიძლება შეშუპება მიგანიშნებდეთ თირკმელებისა და გულის პრობლემებზე, ღვიძლიის დაავადებებზე. შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენებით.

ოხრახუშის ჩაი საუკეთესო საშუალებაა ჭარბი სითხის შეკავების აღმოსაფხვრელად. ოხრახუში ცნობილია როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსს. ოხრახუშის ჩაი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და მარილებს,  აგრეთვე აძლიერებს თირკმელების ფუნქციონირებას.

ოხრახუში მდიდარია კალიუმით. ბევრი შარდმდენი საშუალება ამცირებს კალიუმის რაოდენობას და ეს არის მათი მთავარი უარყოფითი ეფექტი. თუ გამოიყენებთ ოხრახუშს, აირიდებთ არასასურველ ეფექტებს.

ოხრახუში უძლიერესი ანტიოქსიდანტია, A და C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, აგრეთვე დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც კიბოს პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა.

  1. ოხრახუშის ჩაის მოსამზადებლად გამოიყენეთ ნედლი, ღია მწვანე ფოთლები ფესვთან და თესლთან ერთად.
  2. ოხრხუში დაჭერით (საერთო მასა უნდა შეადგენდეს ფინჯანის ¼), ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი.
  3. რეკომენდებულია სასმელი მიიღოთ თბილ-თბილი. მიღების წინ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. შეგიძლიათ თერმოსში ჩაამატოთ 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი. ამ გზით შეძლებთ არომატისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას.
  4. მიიღეთ დღეში 2 ჩ. ჭ. ჩ. ან 100-100 მლ 2 საათში ერთხელ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 დღე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ 2 ჭიქაზე მეტიც მიიღოთ.

ოხრახუშის ჩაის გამყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან და გაარკვიეთ შეშუპების გამომწვევი მიზეზი. გისურვებთ ჯანმრთელობას!