ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, რომელიც ასობით ფუნქციას ასრულებს და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ თქვენი ღვიძლი ნორმალურად ფუნქციონირებს, შეძლებთ აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.
ღვიძლი გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე. ის გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც აუცილებელია ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების მონელებისა და შეწოვისთვის. თუ ღვიძლი სათანადოდ არ ფუნქციონირებს, ვერ აირიდებთ ოსტეოპოროზს, ძვლოვანი სისტემის დაავადებას. ვიტამინების დეფიციტი იწვევს ძვლების, კბილების, ფრჩხილების სიმყიფეს და აზიანებს თმას.
ღვიძლი ინახავს და ანაწილებს საჭმლის მონელების შედეგად მიღებულ საკვებ ნივთიერებებს.
ფილტრავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, წმენდს სისხლს. ღვიძლის დაზიანებას იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, ალკოჰოლი, საკვები დანამატები, წამლები, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, ასევე შაქრით მდიდარი პროდუქტები.
ღვიძლზე ნებისმიერ ასაკში უნდა ვიზრუნოთ. აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას.
ბოლოკი, ლიმონი, ნიახური, ვაშლი, ბაბუაწვერა, არტიშოკი, ბაყაყურას თესლი, ცერეცოს თესლი_პროდუქტებია, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას ტოქსინებისგან და ჭარბი ცხიმებისგან. აგრეთვე მიიღეთ ანტიოქსიდანტებით დატვირთული ხილის სმუზები. ყოველდღიურად გაიჯერეთ ორგანიზმი C ვიტამინით.
დაიწყეთ დღე თაფლითა და ლიმონის წვენით გაჯერებული ფინჯანი თბილი წყლით, 30 წუთის შემდეგ მიიღეთ ბოსტნეულის ან ხილის სმუზი, 30 წუთის შემდეგ კი ისაუზმეთ.
შემოგთავაზებთ გამწმენდი ჩაის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბაბუაწვერას ფესვი 1 ჩ. კ.
- ბაბაყურას ან ცერეცოს თესლი 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, წყალი აადუღეთ.
- თერმოსში ჩაყარეთ მოცემული ინგრედიენტები და დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი.
- ნაყენის თითო-თითო ფინჯანი (200 მლ) მიიღეთ საუზმისა და ვახშმის წინ.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 21 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!