შემოგთავაზებთ ჰაეროვანი, ფუმფულა და არომატული ფუნთუშების რეცეპტს. ეს გემრიელობა უმარტივესი მოსამზადებელია.
ფუნთუშების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 600 გრ
- რძე 200 მლ
- საფუარი 1,5 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 80 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- ვანილი
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ:
- ფქვილი 3-4 ს. კ.
- კარაქი 20 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- თბილ რძეში გახსენით საფუარი, 1 ს. კ. შაქარი და დააყოვნეთ ასაფუებლად. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, 2 ს. კ. შაქარი, ვანილი, კარაქი, მარილი და აურიეთ.
- მიღებულ მასას ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
- თასს წაუსვით ცხიმი, ჩადეთ ცომი, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით გააჩერეთ სითბოში.
- მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გამოხელეთ ფუნთუშები.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დააწყვეთ ფუნთუშები, დაიცავით მანძილი და გააჩერეთ 15-20 წუთი.
- მოამზადეთ ზემოდან მოსაყრელი მასა. დარბილებულ კარაქს დააყარეთ შაქარი, ფქვილი და აურიეთ.
- ფუნთუშებს გადაუსვით კვერცხი და მოაყარეთ ფქვილის, შაქრისა და კარაქის ნარევი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
მოამზადეთ ოქფროსფრად დაბრაწული ფუნთუშები, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!