კუნთებისა და სახსრების ტკივილი რომ შეიმსუბუქოთ, მიირთვით დღეში 2 ფინჯანი არომატული ჩაი

კუნთების ტკივილი, ტკივილია, რომელიც გიკარგავთ  ცხოვრების ხალისს, გადუნებთ, გიფუჭებთ განწყობას და გიპყრობთ შიში, რომ ძველებურად არაფერი იქნება. ამ ტიპის ტკივილი შეიძლება წარმოიქმნას მყესებში, ლიგატებში, ფასციაში და სხვა  რბილ ქსოვილებში. ტკივილი შეიძლება იყოს შემაწუხებელი, აუტანელი, მკვეთრი, მღელვარე. სამწუხაროდ, მოცემული პრობლემის წინაშე ბევრი ადამიანი დგას.

ამ ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, მემკვიდრეობითობა, ტრამვა, ანთება, ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა, გადაჭარბებული დატვირთვა, ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა.

სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ დაივიწყოთ კუნთების ტკივილი და მისი რეციდივები.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი ან 1 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი 2 ჩ. კ.
  • დარიჩინი 1 ჩხირი

მომზადებისა და მიღების წესები:

წყალი აადუღეთ, ჩააგდეთ ჯანჯაფილის ნაჭერი, დარიჩინის ჩხირი და გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ დაამატეთ თაფლი, მოურიეთ და მიღებული სასმელი მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ტკივილის სრულ გაქრობამდე.