კრუჩხვები და სახსრების სისუსტე წარსულში რომ მოიტოვოთ, გამოიყენეთ საშინაო ნაყენი

1132

ჯანმრთელი სახსრები, ძლიერი ძვლები და კუნთები ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ  ადამიანს აწუხებს სახსრები, კუნთები, რაც საგრძნობლად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. ამ ტკივილების ყველაზე გავრცელებული მიზეზი კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება და ცვეთაა.

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვეულებრივ ნიშნავენ ტკივილგამაყუჩებლებს, რომლებიც გიმსუბუქებთ  ტკივილებს, მაგრამ არ ებრძვის ტკივილის გამომწვევ კერას.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო მცენარის, როზმარინის, ნაყენის რეცეპტს, რომელიც გაგიყუჩებთ ტკივილებს და აღმოფხვრის მათ გამომწვევ კერას.

ნაყენის სამკურნალო თვისებები ადვილად აღწევს კანში და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით ბუნებრივად ამცირებს ტკივილს და მთლიანად აქრობს დისკომფორტს.

მოამზადეთ ბიუჯეტური ნაყენი და დაელოდეთ ეფექტურ შედეგს.

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სამედიცინო სპირტი 1 ბოთლი
  • როზმარინის 2 ტოტი (ღეროებითა და ფოთლებით)

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. სპირტის ბოთლში ჩაადეთ როზმარინის ტოტები და ნაყენი 2 კვირის განმავლობაში გააჩერეთ სიბნელეში და ყოველ დღე შეანჯღრიეთ.
  2. ნაყენი განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისთვის. სამკურნალო ნაყენი რეგულარულად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ.

შემოთავაზებული ნაყენი ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!