ყველა ადამიანს ტკბილად ახსენდება ბავშვობა, ბავშვობიდან გამოყოლილი საოცარი არომატები და დღემდე ტკბილად შემორჩენილი სხვადასხვა გემრიელობები. შემოგთავაზებთ კანფეტის, ,,ოქროს გასაღების“, რეცეპტს და დაგაბრუნებთ ბავშვობაში.
გემრიელი ირისკას მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნაღები ნებისმიერი ცხიმიანობის 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ვანილი მწიკვი
- კარაქი 50 გრ
მომზადების წესი:
- ნაღებს დაამატეთ შაქარი, ვანილი, მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურევთ და ადუღებთ, სანამ მასა არ გაყავისფერდება. ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძეც.
- შემდეგ დაამატეთ კარაქი და ცოტა ხნით კიდევ ადუღეთ. თუ ნაკლებს ადუღებთ მასა იქნება ღია ყავისფერი, ბლანტი, წებოვანი და საღეჭი. რაც უფრო მეტს ადუღებთ, მიიღებთ რბილ მასას, რომელიც დაიშლება და არ იქნება საღეჭი.
- მოამზადეთ პატარა ოთხკუთხედი ფორმა და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ კედლებზეც ამოიტანოთ. შემდეგ გადაიტანეთ მზა მასა, გაათანაბრეთ, გააგრილეთ და ბასრი დანით დაჭერით პატარა მართხკუთხედებად.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!