
ლამაზი და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად აუცილებელია სახის კანის, ყელისა და მკერდის ზონის რეგულარულად დატენიანება. მაქსიმალური ეფექტის მიღება შესაძლებელია ბუნებრივი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კანს შეუნარჩუნოთ ელასტიურობა და სიმკვრივე.
1. კანის დატენიანება ავოკადოსა და თაფლის ნიღაბით
ლექტინითა და A, B1, B2, D_ვიტამინებით გაჯერებული ავოკადოსა და თაფლის ნიღაბი საუკეთესოა კანის დასატენიანებლად.
ასევე რეკომენდებულია, მიირთვათ ავოკადო და გაიჯეროთ ორგანიზმი ომეგა_3-ით. ავოკადო აქტიურად გამოიყენება ფსორიაზისა და ეგზემის სამკურნალოდ. ვიტამინებითა და ფერმენტებით გაჯერებული თაფლი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ს. კ. გახეხილი ავოკადო და 1 ს. კ. თაფლი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც კვებავს კანს და იცავს დაზიანებისგან. საოცარი ზეთი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც კანისა და თმის მოვლის საშუალება. იგი კვებავს კანს და შესანიშნავია მშრალი თმისა და მტვრევადი ფრჩხილების სამკურნალოდ.
წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე თხელ ფენად შეიზილეთ ჯადოსნური ზეთი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
3. ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. მარტივი მოლეკულური სტრუქტურის წყალობით კანი სწრაფად იწოვოს ქოქოსის ზეთს. იგი საუკეთესოა ეგზემის, ფსორიაზის, კანისა და ფრჩხილის სოკოს და კანის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ.
4. იოგურტი კანის დამატენიანებელი
იოგურტი ძალიან სასარგებლოა კანის გასაახალგაზრდავებლად და დასატენიანებლად, განსაკუთრებით თუ ის ორგანული ინგრედიენტებით არის მომზადებული. იოგურტი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმეოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი, ბიუჯეტური საშუალებები და, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე!