ორცხობილები თაფლიანი ცომით. სულ რამდენიმე წუთში გემრიელი ნუგბარის მთელი გორა გექნებათ

შემოგთავაზებთ რბილი, ჰაეროვანი, თაფლიანი ცომით მომზადებული ორცხობილების რეცეპტს. უგემრიელესი ორცხობილები უმარტივესი მოსამზადებელია, რამდენიმე წუთში შეძლებთ პირის ჩატკბარუნებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გრ
  • კარაქი 150 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • თაფლი 4 ს. კ.
  • შაქარი 150 გრ
  • კვერცხი 2 ცალი

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ თასში, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ რბილი ცომი.
  2. მზა ცომი ჩადეთ ცელოფანში და 1 საათით შედეთ მაცივარში.
  3. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომისგან გამოხელეთ კაკლის ზომის ბურთულები, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და ოდნავ დააწექით ხელისგულით. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან ერთად. მიირთვით და ისიამოვნეთ!