შემოგთავაზებთ ტაილანდური ბალზამის რეცეპტს, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა კუნთებისა და სახსრების ტკივილისგან გასათავისუფლებლად. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გირჩევთ, მოამზადოთ ტაილანდური ბალზამი და დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში. ბალზმას აქვს უნარი ღრმად და სწრაფად შეაღწიოს კანში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და კურნავს ანთებას.
შემოთავაზებული საშუალება უმარტივესი მოსამზადებელია. ინგრედიენტები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.
საჭირო ინგრედიენტები:
- ევკალიპტის ეთერზეთი 15 წვეთი
- პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი
- როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი
- დარიჩინის ეთერზეთი 5 წვეთი
- მიხაკის ეთერზეთი 5 წვეთი
- ზეითუნის ზეთი 60 მლ
- ფუტკრის ცვილი 15 გრ
მომზადების წესი:
- ზეითუნის ზეთი და მოცემული ეთერზეთები აურიეთ.
- ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ზეთისა და ეთერზეთების ნაზავს და კარგად აურიეთ.
- მომზადებული ნაზავი გადაიტანეთ სუფთა ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- კვირაში 2-3-ჯერ მალამო მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, დაითბუნეთ და დაწექით დასასვენებლად.
გამოიყენეთ ბალზამი რეგულარულად და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!