დრო გადის, გვემატება წლები, მცირდება კოლაგენის გამომუშავება. კანი კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს, ჩნდება ნაოჭები.
გსურთ, კიდევ დიდი ხნით დატკბეთ ჯანსაღი და ლამაზი კანით? გირჩევთ, ადრეული ასაკიდან დაიწყოთ მასზე ზრუნვა. სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ავფორიაქდებით და ვიწყებთ გამოსავლის ძებნას, როცა კანზე ჩნდება წვრილი ნაოჭები.
ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული უამრავი ბიუჯეტური და ეფექტური მალამო, ნიღაბი, სკრაბი არსებობს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კანის პრობლემების მოგვარებას.
შემოგთავაზებთ 2 საუკეთესო რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ ნაოჭების გასწორებას, პიგმენტური ლაქების გაღიავებას, მიანიჭებთ კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს.
რეცეპტი N1
დაგჭირდებათ:
- სტაფილო 2 ცალი
- ლიმონის წვენი
- იოგურტი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სტაფილო დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
რეცეპტი N2
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოე ვერა 2 ფოთოლი
- ნახევარი კიტრი
- ცოტა ზეითუნის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- გამოწურეთ ალოეს ფოთლიდან გელი. გათალეთ კიტრი და დაჭერით. მოცემული ინგრედიენტები ზეითუნის ზეთთან ერთად დააბლენდერეთ.
- მზა მასა თხელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ მთელი ღამე.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.