შემოგთავაზებთ უმარტივესი და ბიუჯეტური საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება კანზე არსებული უსიამოვნო ხაზების, სტრიების, საწინააღმდეგოდ. სტრიების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი არის ორსულობა და ჰორმონალური ცვლილებები.
ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი ლიმონის წვენი
- 2 ს. კ. შაქარი
- 1 ს. კ. ნუშის ზეთი
- ქოქოსის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები, გარდა ქოქოსის ზეთისა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მოცემული საშუალება დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ამ გზით ნარევი ღრმად აღწევს კანში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- პროცედურის ბოლოს დაიბანეთ თბილი წყლით, კარგად შეიმშრალეთ და კანის დასატენიანებლად წაისვით ქოქოსის ზეთი.
გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და დაივიწყეთ ძვირადღირებული კომერციული მალამოები!