შემოგთავაზებთ ბოსტნეულის უგემრიელესი რატატუის რეცეპტს.
უმარტივესი კერძის მოსამზადებელად დაგჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბადრიჯანი
- 2 ცალი პამიდორი
- 1 ცალი სტაფილო
- ნიორი 2-3 კბილი
- ყველი 200 გრ
- ნატურალური იოგურტი 4-5 ს. კ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით, დაახლოებით 1,5 სმ სისქის რგოლებად, მოაყარეთ მარილი და დააყოვნეთ 15 წუთი. ბადრიჯანი არ გაწუროთ, კვლავ გარეცხეთ და 20 წუთით დატოვეთ ცივ წყალში.
- ბადრიჯანი ამოიღეთ წყლიდან, მსუბუქად შეაშრეთ ხელსახოცით, მოასხით ზეთი და ნაზად აურიეთ.
- თხელ რგოლებად დაჭერით პამიდორი და სტაფილო. თხელ ნაჭრებად დაჭერით ყველი.
- მოამზადეთ იოგურტისა და დაქუცმაცებული ნივრის სოუსი და დაიწყეთ უგემრიელესი და ძალიან ლამაზი კერძის მომზადება.
- შეეცადეთ, ისეთი ზომის საცხობი ფორმა აიღოთ, რომ ინგრედიენტები მჭიდროდ ჩააწყოთ. აწყობთ შემდეგი თანმიმდებრობით: ბადრიჯანი, პამიდორი, სტაფილო, ყველი, ბადრიჯანი და ა. შ. თითოეულ ჭრილში ჩადეთ ცოტა-ცოტა იოგურტი და ზემოდანაც გადაუსვით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 40-50 წუთი. ბოლო 7 წუთის განმავლობაში ჩართეთ გრილის რეჟიმი.
- სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ბოსტნეულის ჩაშუშული გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!