ფუმფულა, ჰაეროვანი, ნაზი ფუნთუშები არაჟნის კრემით პატარა უჩვეულო ნამცხვრებს ჰგავს. უგემრიელესი ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები ყველას მოეწონება.
ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე ნახევარი ლ
- კეფირი ¼ ჩ. ჭ.
- კვერცხი 1 ცალი
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- შაქარი 2 ს. კ.
- საფუარი ნახევარი ჩ. კ.
- კარაქი 50 გრ
- ფქვილი 300-400 გრ
- კვერცხის გული (ზემოდან წასასმელად)
- შაქრის ფხვნილი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ს. კ.
- ვანილის შაქარი 2 ჩ. კ.
- სახამებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. საფუარს და ჩაის კოვზ შაქარს, დაამატეთ თბილი რძე, აურიეთ და 10 წუთი დააყოვნეთ ასაფუებლად.
- ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ვანილი, მარილი, თბილი კეფირი, საფუვრიანი ნარევი და ათქვიფეთ სათქვეფით.
- ღრმა თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, შუაგული ამოაღრმავეთ, ჩაასხით მომზადებული ნარევი, დაამატეთ გამდნარი კარაქი და დაიწყეთ ცომის ზელა. ზელთ 10 წუთი. მიიღებთ რბილ და ელასტიურ ცომს. თასს წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ საათ-ნახევარი.
- მზა ცომი გაყავით რამდენიმე თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან გამოხელეთ გუნდა. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ცომის გუნდები და მსუბუქად დააწექით. დაიცავით ინტერვალი, რადგან ცომი მოცულობაში 2-ჯერ იმატებს. საცხობ ფორმას გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
- ამზადებთ გულსართს. თასში ჩაასხით არაჟანი, დაამატეთ შაქარი, ვანილი, სახამებელი და აურიეთ.
- აიღეთ პატარა ჭიქა, ძირზე წაუსვით ზეთი და მისი საშუალებით ცომებზე გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება. კვერცხის გული ათქვიფეთ და ფუნჯით წაუსვით ფუნთუშების კიდეებზე. ცომების ჩაღრმავებული ადგილები ამოავსეთ არაჟნის კრემით.
- ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი. მზა ფუნთუშები გადმოიტანეთ ლანგარზე, გაგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!