ჩემი კანი ძალიან ნაზი და გლუვია, რისთვისაც საშინაო ნიღაბს ვემადლიერები. წლებია, მას საკუთარი ხელით ვამზადებ

სახის კანის მოსავლელად უმჯობესია, გამოიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი მალამოები, ნიღბები, სკრაბები და სხვა საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი ხელნაკეთი საშუალების   რეცეპტს, რომლიც ამცირებს კანის ცხიმიანობას, ათანაბრებს კანის ტონს, გაგათავისუფლებთ აკნესგან, აღიავებს და ჭიმავს კანს, ამცირებს ნაოჭებს, წმენდს კანს ასაკობრივი ლაქებისგან.

თუ ერთხელ მაინც გამოიყენებთ ამ ნიღაბს, კომერციულ საშუალებებს აღარ დაუბრუნდებით.

შემოთავაზებული ნიღაბი მოსამზადებლად უმარტივესია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. მოერიდეთ თვალებისა და პირის ღრუს ირგვლივ კანს.

კანზე მსუბუქი წვის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ მალამო მუშაობს.