კიდურების შეშუპების წარსულში მოტოვებაში ეს საშინაო საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

სითხის შეკავება ხდება მაშინ, როდესაც ის გროვდება სხეულის ქსოვილებში. ასეთ შემთხვევაში, იდეალურია, იცოდეთ რამდენიმე საშინაო საშუალება, რომელთა წყალობითაც შეძლებთ შეშუპების ეფექტურად აღმოფხვრას.

შეშუპება განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დროს. გარდა ამისა, სითხის შეკავებას იწვევს სიმსუქნე, ჰიპოთირეოზი, გულის უკმარისობა, ალკოჰოლი.

ფეხების შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ზაფხულის სიცხე, რადგან მცირდება ორგანიზმიდან სითხის გადინება;
  • დიდხანს ჯდომა ან დგომა;
  • ცილისა და ვიტამინ B1-ის დეფიციტი;
  • მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტები, კორტიკოსტეროიდები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მარილის ჭარბად მოხმარება;

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას და ხელნაკეთ საშუალებათა ძველ, ბებიებისდროინდელ, და მრავალჯერ ნაცად რეცეპტებს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ მოცემული პრობლემის გადაჭრას.

1. დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. როდესაც ორგანიზმი იღებს ცოტა წყალს, იწყებს მის შენახვას ქსოვილებში. გარდა ამისა, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება  ზრდის შარდის გამოყოფას და ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას.

თუ თქვენი შარდი ყვითელი და ამღვრეულია, მაშინ საჭიროა მეტი წყლის დალევა, რადგან შარდი სუფთა და გამჭვირვალე უნდა იყოს.

2. შეზღუდეთ მარილის მოხმარება

შეზღუდეთ მარილის მოხმარება ან ჩაანაცვლეთ ჰიმალაის მარილით და ამ გზით აირიდებთ ორგანიზმში სითხის შეკავებას.

3. შარდმდენი პროდუქტები

შარდმდენი პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს მეტი შარდის გამოყოფაში. ამ გზით ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები და ბუნებრივი გზით იწევს არტერიული წნევა.

დიურეზული (შარდმდენი) საკვები პროდუქტებია: საზამთრო, ყურძენი, სტაფილო, ლიმონი, ანანასი, მოცვი, პამიდორი, გოგრა, ჭარხალი, ბრიუსელის კომბოსტო, ოხრახუში, ნიახური და სხვა.

4. კალიუმის დონის დარეგულირება

კალიუმი ნატრიუმთან ერთად არეგულირებს ორგანიზმში წყლის ნორმალურ ბალანსს. კალიუმის დეფიციტი არის ორგანიზმში სითხის შეკავების კიდევ ერთი მიზეზი. აუცილებელია ორგანიზმის ამ მინერალით უზრუნველყოფა.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კალიუმით მდიდარი პროდუქტები: ბანანი, ავოკადო, პაპრიკა, ვაშლი, გარგარი, ატამი, ჟოლო, ისპანახი, სოკო და ა. შ.

5. ნიორი, უძლიერესი სამკურნალო საშუალება

ნიორი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ ფეხების შეშუპების საწინააღმდეგოდ.

უმი ნივრის ყოველდღიურად მიღება ხელს უწყობს შეშუპების აღმოფხვრას. შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში ჩაღეჭეთ 1-2 მიხაკი (სანელებელი) და სწრაფად დააღწევთ თავს ნივრის უსიამოვნო სუნს.

6. ოხრახუში, კიდევ ერთი საშუალება ჩვენი ბებიებისგან

ოხრახუში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფეხის შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება. ფართოდ გამოიყენება თირკმლის კენჭების, საშარდე გზების ინფექციებისა და შეშუპების სამკურნალოდ. ოხრახუში ეფექტურად გამოიყენება მუცლის შებერილობის მოსახსნელად.

შეშუპების საწინააღმდეგო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ოხრახუში 5 ღერო
  • წყალი 1 ლ

მომადებისა და გამოყენების წესები:

წყალი აადუღეთ, დაასხით დაჭრილ ოხრახუშს და დააყოვნეთ 15 წუთი. მომზადებული ჩაი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. თითო დალევაზე დალიეთ 100 მლ. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ საჭიროების მიხედვით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!