ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი იტანჯება კარპალური გვირაბის სინდრომით. დაავადებას ახლავს შემდეგი სიმპტომები: ხელის თითების დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტა, ტკივილი.
ეს სიმპტომები ბევრ ჩვენგანს არაერთხელ გამოგვიცდია, მაგრამ არ ვიცოდით, რისგან იყო ისინი გამოწვეული.
- ამ პრობლემის განვითარების მთავარი მიზეზი ნერვზე ზეწოლაა, რომელიც მაჯაში მდებარეობს და ხელის ყველა ნაწილის გადაადგილების საშუალებას გაძლევთ.
- ორსულობით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები, ასაკი,
- გენეტიკური ფაქტორები, დისბალანსი ფარისებრ ჯირკვალში,
- რევმატოიდული ართრიტი_ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც იწვევს ამ ნერვის ანთების განვითარებასა და დაჭიმვას.
სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ სიმპტომების შემცირებას და თანდათან შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ევკალიპტის 5 ფოთოლი
- გახეხილი ჯანჯაფილი 2 ს. კ.
- პიტნის 5 ფოთოლი
- მინერალური წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, მომზადებული ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე და როგორც კი ადუღებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. ნახარში გააგრილეთ და შედეთ მაცივარში. ამ გზით შეძლებთ მაქსიმალური ეფექტის მიღებას. მომზადებული ნარევით გაიკეთეთ კომპრესები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი.
ტკივილთან გამკლავების კიდევ ერთი გზა საკვებია.
დიდი რაოდენობით მიიღეთ ვიტამინ B6-ით მდიდარი პროდუქტები:
- ყავისფერი ბრინჯი
- კარტოფილი
- ქათმის მკერდი
- მწვანე ბოსტნეული
- ბანანი
ყველა ეს პროდუქტი შეგიმსუბუქებთ კარპალური გვირაბის სინდრომის სიმპტომებს.
გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და მისი წყალობით კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაც კი არ გამოიწვევს ტკივილსა და სპაზმს ხელში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!