ჩემი ქუსლები ასეთი ნაზი და რბილი არასდროს ყოფილა, რისთვისაც მარტივ საშინაო საშუალებას ვემადლიერები

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტურ მეთოდს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ფეხების კანის დატენიანებას, დარბილებას, ნახეთქების მოშორებას. თქვენს ქუსლებს დაუბრუნებთ სინაზეს.

მეთოდი ითვალისწინებს სამკურნალო აბაზანებს. შემოთავაზებული საშუალების ძირითადი ინგრედიენტია რძე. რძე საოცარი პროდუქტია, რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს, აშორებს ჭუჭყს, მოგიხსნით გაღიზიანებას, აქრობს სიწითლეს.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 3 ჩ. ჭ.
  • შვრიის ფქვილი 5 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 5 ს. კ.
  • საკვები სოდა

ინსტრუქცია:

  1. აბაზანის მოსამზადებლად თბილ რძეს დაამატეთ ქოქოსის ზეთი, შვრია და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებულ აბაზანაში ფეხები ხუთი წუთით ჩაყავით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სოდით გაიკეთეთ მასაჟი და ნარევში კვლავ 5 წუთით ჩაყავით ფეხები. ამის შემდეგ კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ და ფეხები კარგად შეიმშრალეთ.

აუცილებლად ცადეთ, გაიკეთეთ შემოთავაზებული აბაზანა და მაქსიმალური შედეგით ისიამოვნეთ!