შემოგთავაზებთ გემრიელი და სასარგებლო კერძის რეცეპტს. თევზის კატლეტი მოსამზადებლად უმარტივესია და მზადდება ძალიან სწრაფად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თევზის ფილე 250 გრ
- კარაქი 60 გრ
- ხმელი ყველი 60 გრ
- შავი პილპილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- რეჰანი 4 მწიკვი
- ორეგანო 4 მწიკვი
- ზეთი 2 ს. კ.
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 3 ს. კ.
- საფანელი
მომზადების წესი:
- თეთრი თევზის ფილე გარეცხეთ, ხელსახოცით გააშრეთ და მსუბუქად დაბეგვეთ ერთი მხრიდან. გაყავით 4 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.
- ყველი გახეხეთ და გაყავით 4 ნაწილად. კარაქი გაყავით 4 ნაწილად.
- თევზის ნაჭერზე მოაყარეთ ყველი, შუაში დაადეთ კარაქი, მოაყარეთ მწიკვი რეჰანი, მწიკვი ორეგანო და გადაახვიეთ. ასე მოამზადეთ ოთხივე ნაჭერი.
- ცალკე თეფშზე აურიეთ ფქვილი და საფანელი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი.
- ტაფაზე დაასხით ზეთი.
- თევზის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ_ კვერცხში და დააწყვეთ ცხელ ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან.
თევზის კატლეტი წარადგინეთ სასურველ გარნირთან ერთად და ყველა აღაფრთოვანეთ თქვენი ნამზადით.
გემრიელად მიირთვით!