თაფლი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს უამრავ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებას. თაფლი გაჯერებულია კალციუმით, მაგნიუმით, რკინითა და ფოსფორით. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში. ეს მადლიანი პროდუქტი შეიცავს K, B1, B2, B6, C და სხვა ვიტამინებს.
ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ თაფლიანი წყალი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს მადლიანი სითხე ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე კოსმეტიკური მიზნებისთვის.
1. თაფლიანი წყალი ხელს უწყობს წონის დაკლებას
შაქარი თაფლში_ეს ნატურალური შაქარია, რომელიც უზრუნველყოფს კალორიების ჯანსაღ წყაროს. ეს ხელს უწყობს ტკბილეულისადმი ლტოლვის თავიდან აცილებას და წონის დაკლების დაჩქარებას.
2. წმენდს ნაწლავებს
თაფლის ფერმენტები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას. ყოველ დილით, უზმოზე, 1 ჭიქა თაფლიანი წყლის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ანტისეპტიკური სარგებელი ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის შემსუბუქებას, ატენიანებს სწორ ნაწლავს და მოგიხსნით ყაბზობას.
3. აძლიერებს იმუნიტეტს
ვიტამინებით, მინერალებითა და ფერმენტებით გაჯერებული თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
4. აღგავსებთ ენერგიით
თაფლიანი წყალი აღგავსებთ ენერგიით, გმატებთ მხნეობას ზრდის შრომისუნარიანობას, გამშვიდებთ. ჩაანაცვლეთ ყავა თაფლიანი წყლით, დაიტენიანეთ ორგანიზმი, რადგან ზომიერმა დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება.
5. ამშვიდებს ყელის ტკივილს და კურნავს ხველას
თაფლიანი თბილი წყალი ამშვიდებს ყელის გაღიზიანებას, ტკივილსა და ხველას.
6. თაფლიანი წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან
თაფლიანი წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. თუ თაფლიან წყალს დაამატებთ ლიმონის წვენს გაზრდით სასმელის შარდმდენ ეფექტს. ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას.
7. გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან
თუ თქვენ გაწუხებთ მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, დალიეთ თაფლიანი თბილი წყალი. თაფლი საუკეთესოა მეტეორიზმისგან გასათავისუფლებლად და მოგიხსნით მუცლის შებერილობას.
ფინჯან თბილ წყალს დაამატეთ ჩაის კოვზი თაფლი. ამრიგად, მიიღებთ თაფლის 30%-იან ხსნარს, რომელიც თქვენი სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლი წყალში წარმოქმნის ნაერთს, რომელიც ზრდის წყლის სამკურნალო ძალას.
და რაც მთავარია, ამ ორი უძლიერესი პროდუქტის კომბინაცია სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიიღეთ თაფლიანი წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!