არომატული სასმელი, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე, შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში

შემოგთავაზებთ გემრიელი, გამაგრილებელი ლიმონათის  რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა ორგანიზმის დასატენიანებლად. სასმელი შეიცავს მინიმალურ კალორიებს და ეფექტურად წვავს ცხიმებს.

გამაგრილებელი სასმელის მოსამზადებლად 4 მარტივი, იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბუნებრივი ინგრედიენტი გჭირდებათ. თითოეულ მათგანს უამრავი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. შეიძლება ითქვას, შემოთავაზებული საშუალება გაჯერებულია მკვებავი ნივთიერებების უზარმაზარი ასორტიმენტით.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ლიმონათის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტთა სარგებლის შესახებ.

  • კიტრი არის ბოსტნეული, რომელიც თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება. მისი დახმარებით შეძლებთ სისხლისა და თირკმელების გაწმენდას, ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას, წმენდს ნაწლავებს, იცავს კუჭს.
  • პიტნა არომატული და სამკურნალო ბალახია, რომელიც ეხმარება კანს, ებრძვის სასუნთქი სისტემის ინფექციებს და აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. პიტნა ეფექტურად გამოიყენება უძილობის საწინააღმდეგოდ, სტრესის მოსახსნელად, კუნთების რელაქსაციისთვის, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
  • ჯანჯაფილი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს, ამცირებს ანთებას და კვებავს ორგანიზმს ნუტრიენტებით. ეფექტურად გამოიყენება ართროზის, თავის ტკივილის, გრიპის, გულის დაავადებების, თავბრუსხვევის, დეპრესიის სამკურნალოდ.
  • ლიმონი სხვა ციტრუსების მსგავსად გაჯერებულია უამრავი ვიტამინითა და მინერალით. ეს საოცარი პროდუქტი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა და აქტიურად გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლერებლად, ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად, ჭრილობების გასაკურნად, სისხლძარღვების გასაძლიერებლად და გასაწმენდად, სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად, ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ სამკურნალო სასმელის სწორად მომზადებას და მისი სარგებლის  მთლიანად მიღებას.

გამაგრილებელი ლიმონათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 2 ლ
  • კიტრი (საშუალო)
  • ლიმონი 4 ცალი
  • ჯანჯაფილის ფესვურა (საშუალო ზომის)
  • ახალი პიტნის 10 ფოთოლი
  • სტევია (ნატურალური დამატკბობელი)

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ. ჯანჯაფილი, კიტრი და ლიმონი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და პიტნის ფოთლებთან ერთად დაამატეთ ადუღებულ წყალს.
  2. ნაყენი გააგრილეთ და მინიმუმ 6 საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ დაამატეთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის სტევია.

გემრიელად მიირთვით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები!