ეს მარცვლები აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს

ავოკადო საოცარი ხილი, გლუვი კრემისებური ტექსტურით, რომელიც უბრალოდ დნება პირში. გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელია, უამრავი საკვები ნივთიერებით არის დატვირთული და დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ამჯერად, ვისაუბრებთ ავოკადოს თესლზე. როგორც ირკვევა,  ავოკადოს თესლი უფრო სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებებით არის დატვირთული, ვიდრე ნაყოფი.

ავოკადოს თესლით შეგიძლიათ მოამზადოთ უძლიერესი სამკურნალო ჩაი, რომელსაც ბევრი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის:

  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს;
  • აძლიერებს კბილებს, ძვლებს, ფრჩხილებსა და თმებს;
  • ასტაბილურებს მენსტრუალურ ციკლს;
  • გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით;
  • ებრძვის კოლიტსა და დიარეას;
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • არეგულირებს სისხლის წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს სახსრების ტკივილს;
  • ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხსნის ანთებას ნაწლავებში და ებრძვის გულძმარვას.
  • ებრძვის რესპირატორულ დაავადებებს;
  • ადუნებს და ხსნის დაღლილობას;
  • ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის დაკლებას;

შემოგთავაზებთ უმარტივესი და უძლიერესი სამკურნალო ჩაის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ავოკადოს თესლი 1 ცალი
  • მინერალური წყალი 1ლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ამოიღეთ ავოკადოს თესლი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მინერალური წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან და შემდეგ გააგრილეთ.
  2. უძლიერესი სამკურნალო ჩაის თითო-თითო ჩაის ჭიქა მიიღეთ დღეში 2-ჯერ. პირველი, უზმოზე. მეორე, ძილის წინ.
  3. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7-10 დღე. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!