გულის შეტევის სიმპტომები, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, შეიძლება იყოს დაფარული და არ იყოს გამოვლენილი აშკარა ნიშნების სახით. ჩვეულებრივ, გულის შეტევა ვითარდება მოულოდნელად და ძალიან ცოტა დრო რჩება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
აუცილებელია, ყველამ ვიცოდეთ გულის შეტევისთვის დამახასიათებელი ადრეული სიმპტომები, რადგან შესაძლებელია, ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენზე იყოს დამოკიდებული.
გული გვაფრთხილებს ინფარქტამდე რამდენიმე წუთით, დღით ან კვირით ადრე და თუ გვეცოდინება ეს ნიშნები, შევძლებთ მოსალოდნელი საფრთხის დროულად გამოვლენას და მის თავიდან არიდებას.
1. შეშუპება
ტერფების შეშუპება დაკავშირებულია ძალიან დიდხანს ჯდომასთან ან დგომასთან. შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელების პრობლემები.
ორგანიზმში დაგროვილმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება მუცლის არეში, აგრეთვე ტერფებისა და ფეხების შეშუპება. ყურადღება მიაქციეთ მოცემულ პრობლემას, რადგან იგი ზღუდავს გულის მოქმედებას და იწვევს მის გადატვირთვას.
თუ თქვენ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევები.
2. შფოთვა
ბევრი პაციენტი, ვინც გულის შეტევა გადაიტანა, აღნიშნავს, რომ ამ პერიოდამდე აფორიაქებულები იყო და შფოთავდა.
ვერც იფიქრებს ადამიანი, რომ შფოთვა შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს. ასეთ სიტუაციაში სასურველია მიმართოთ ექიმს.
3. სხეულის სხვა ნაწილების ტკივილი
ხშირ შემთხვევაში გულის შეტევის დროს ტკივილი იწყება მკერდის არეში და შემდეგ გადაეცემა ბეჭებს, ზურგს, მხრებს ან მუცელს. შეიძლება, მკერდის ტკივილი საერთოდ არც ახასიათებდეს. განსაკუთრებით გავრცელებულია მკლავებსა და მხრებს შორის ტკივილი. თუ შეამჩნევთ მოცემულ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
4. ხველა
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი ლორწო ხველის დროს, ქოშინი ან ჩირქოვანი ხველა. მოცემული პრობლემები ხშირად გულის შეტევის სიმპტომებია.
სტატიაში იხილეთ გულის შეტევის საერთო, მაგრამ ფარული სიმპტომები. არსებობს კიდევ რამდენიმე გავრცელებული სიმპტომი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს. ეს სიმპტომებია: ღებინება, გულისრევა, ცივი ოფლი, ტკივილი მკერდში, ქოშინი, მუცლის ტკივილი და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და არ დატოვოთ უყურადღებოდ. თუ ეს სიმპტომები გრძელდება 5-10 წუთის განმავლობაში, დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.