ძეხვის, ყველისა და მწვანილის შიგთავსით გაჯერებული ხრაშუნა რულეტი უმარტივესი მოსამზადებელია

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომით მომზადებული უგემრიელესი რულეტის რეცეპტს. ძეხვის, ყველისა და მწვანილის შიგთავსით გაჯერებული ხრაშუნა რულეტი  7უმარტივესი მოსმზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი
  • მაიონეზი
  • ძეხვი
  •  ყველი
  • მწვანილი
  • კვერცხი ზემოდან გადასასმელად

მომზადების წესი:

  1. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. თხელ ფენად გადაუსვით მაიონეზი, დაახეხეთ ძეხვი, ყველი და მოაყარეთ თქვენთვის სასურველი მწვანილი. შემდეგ გადაახვიეთ რულეტივით და  ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. შეგიძლიათ გამოაცხოთ მთლიანი ან დაჭრათ თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
  2. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!