მარტივი საშინაო საშუალება დაგავიწყებთ ხელების კანის სიმშრალეს, თავიდან აგარიდებთ კანის დანაოჭებასა და ლაქების გაჩენას

ხელები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება ადამიანის ასაკის განსაზღვრა. სწორედ ამიტომ, ცდილობენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით შეუნარჩუნონ ხელის კანს  ახალგაზრდობა და სილამაზე.

გარემო ფაქტორები, საოჯახო საქმეები, სარეცხი საშუალებები, წყალი აზიანებს, აშრობს ხელის კანს, ამიტომ მუდმივად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი მალამოები.

შემოგთავაზებთ ხელის მოვლის უებარი საშუალების რეცეპტს, რომლის რეგულარული გამოყენებით ხელების კანს შეუნარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარიჩინი
  • შაქარი (სასურველია ყავისფერი)
  • ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ იმ რაოდენობის შაქარი და ზეთი, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა, კარგად აურიეთ და შემდეგ დაამატეთ ცოტა დარიჩინი.

მომზადებული მასა ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასჟი. შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით. დაუყონებლივ იგრძნობთ, რომ კანი დაგირბილდათ, დაგინაზდებთ. მოცემული საშუალება საუკეთესოა კანის დასატენიანებლად.