ბლინები მაიონეზის ბაზაზე, რომელიც ჩემი ოჯახის ყველა წევრის საყვარელი დესერტია

ბლინები ყველასთვის საყვარელი დესერტია. შემოგთავაზებთ მაიონეზის ბაზაზე მომზადებული უგემრიელესი ბლინების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მაიონეზი 2 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ვანილი, მარილი, გამაფხვიერებელი ნახევარ-ნახევარი ჩ. კ.
  • თბილი ანადუღარი წყალი ნახევარი ლ
  • ფქვილი 9 ს. კ.
  • ზეთი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

კვერცხი და მაიონეზი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი, მარილი,  გამაფხვიერებელი, წყალი და კარგად აურიეთ. შემდეგ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, მოასხით ზეთი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბლინები გამოაცხვეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

გემრიელად მიირთვით არაჟანთან, ჯემთან ან მურაბასთან ერთად.