შემოგთავაზებთ ფაფუკი და ჰაეროვანი ცომის რეცეპტს, რომლითაც შეძლებთ უგემრიელესი ღვეზელების მომზადებას. აი, ისეთი, რომ იტყვით ცომი ენაზე დნებოდაო. შეგიძლიათ შიგთავსად ნებისმიერი პროდუქტი გამოიყენოთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 კგ
- საფუარი 2 ს. კ.
- რძე ან წყალი 3 ჩ. ჭ.
- შაქარი 8-10 ს. კ.
- კვერცხი 5 ცალი
- კარაქი 250 გრ
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს შეურიეთ 1 ს. კ. შაქარი, საფუარი და ფქვილის ნაწილი. საფუარი დადეთ სითბოში და დაელოდეთ აფუებას.
- კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ.
- მზა საფუარს დაამატეთ კვერცხიანი მასა და შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გამდნარი კარაქი და ზელთ, სანამ ცომი არ გახდება გლუვი. გაითვალისწინეთ, ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- მზა ცომს გადააფარეთ ტილო და 1,5-2 საათით დადეთ სითბოში. მასამ 3-ჯერ უნდა მოიმატოს.
- ცომი დაყავით ნაწილებად, გამოხელეთ სასურველი ზომის გუნდები და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
თუ თქვენ მარილიანი ან ტკბილი შიგთავსით გსურთ ღვეზელების მომზადება, მაშინ შაქრის რაოდენობა დაარეგულირეთ. გემრიელად მიირთვით!