თუ თქვენ ფეხისგულებზე, ქუსლებზე გაუხეშებული სქელი კანი, ნახეთქები და ბზარები გაქვთ, მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ კანის დარბილებას, მოიშორებთ ნახეთქებს, ბზარებს და მოიგვარებთ სხვა პრობლემებს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბზარებს. ისინი საკმაოდ მტკივნეულია. თუ ბზარები გაღრმავდა შეიძლება მიკრობებისა და ბაქტერიების გამრავლების საფუძველი გახდეს და სერიოზულ პრობლემად გექცეთ.
ალბათ, იკითხავთ: რატომ არის ეს პრობლემა ასე გავრცელებული? მიზეზი კანზე არსებული ჭარბი მკვდარი უჯრედებია, რაც იწვევს კანის გაუხეშებას, ცირკულაციის შეფერხებას. კანი კარგავს ელასტიურობას.
რეგულარულად იზრუნეთ ტერფებზე. აბაზანის მიღების შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით და თხელ ფენად გადაისვით მალამო ან ზეთი. კანზე წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინი, აბუსალათინის ან ზეითუნის, ან ქოქოსის ზეთი. მოცემული საშუალებები კვებავს და ატენიანებს კანს.
შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მოცემლი პრობლემის მოგვარებას.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 10 აბი
- ეთილის სპირტი 70%-იანი 250 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ასპირინის აბები დაფშხვენით და აურიეთ სპირტში. ნარევი გააჩერეთ 2-3 დღე, შეანჯღრიეთ ყოველ დღე, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ბამბა ან მარლა გააჯერეთ მომზადებული ხსნარით და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, შემოიხვიეთ ფეხებზე საკვების ცელოფანი და ამოიცვით წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ, მინიმუმ 2 საათი ან მთელი ღამე. დილით ფეხები დაიბანეთ და წაისვით მალამო ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი.
მალე ქუსლებზე გაუხეშებული კანი დაგირბილდებათ და ბზარები გაგიქრებათ. მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ მტკივნეული ვარიკოზული ვენებისთვის. ნარევი შეიზილეთ სათანადო ადგილებზე და მალე ტკივილი დაგიამდებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!