თეთრი წერტილების სახის კანიდან სრულიად უმტკივნეულოდ რომ მოიშოროთ, გამოიყენეთ 5 ეფექტური საშუალება

მილიუმი მაგარი, მოყვითალო ფერის ცხიმგროვებია, რომლებიც  მუწუკებისა და შავი წერტილებისგან განსხვავებით კანქვეშ წარმოიქმნება. ყველაზე ხშირად ცხიმგროვები ჩნდება თვალების ირგვლივ, ქუთუთოებზე და ლოყებზე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სხეულის სხვა ადგილებშიც წარმოიქმნება.

შემოგთავაზებთ მარტივ, ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ცხიმგროვების მოშორებას.

1. ვაშლის ძმარი და სიმინდი

აიღეთ ვაშლის ძმარი და დაკონსერვებული სიმინდი იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა. სიმინდი დაჭყლიტეთ, დაამატეთ ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე.

2. თაფლი

თაფლი კვებავს და ატენიანებს კანს, აქვს დამატებითი ეფექტებიც, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმგროვების მოშორებას. უბრალოდ დღეში რამდენჯერმე წაისვით თაფლი დაზიანებულ კანზე და დაელოდეთ შედეგს.

3. ცხელი პირსახოცი

სუფთა პირსახოცი დაასველეთ ცხელი წყლით, კარგად გაწურეთ,  დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ, სანამ არ გაგრილდება. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე.

4. შაქარი, ზეითუნის ზეთი და ლიმონი

მოცემული კომბინაცია საუკეთესოა კანის სხვდასხვა პრობლემათა სამკურნალოდ, მათ შორის, ცხიმგროვების მოსაშორებლად.

აურიეთ 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი, 2 ს. კ. შაქარი და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი. მომზადებული მასა წაისვით სათანადო ადგილებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი. გაითვალისწინეთ, მოცემული საშუალების შემადგენლობაში შედის ლიმონი, ამიტომ მოერიდეთ მზის ზემოქმედებას.

5. ჩაის ხის ეთერზეთი

ჩაის ხის ეთერზეთი წმენდს კანს და მოგაშორებთ ცხიმგროვებს. ეთერზეთი გამოიყენეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

არ დაივიწყოთ სწორი კვება და კანის ყოველდღიური საფუძვლიანი მოვლა.