შემოგთავაზებთ ვაშლის უგემრიელესი, ნაზი და არომატული ღვეზელის რეცეპტს. აღსანიშნავია, რომ ეს გემრიელობა დაბალკალორიულია, 100 გრ შეიცავს, დაახლოებით 101 კალორიას.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო კეფირი 1 ჩ. ჭ.
- მანანის ბურღული 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- წითელი ვაშლი (საშუალო) 3 ცალი
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- სტევია (დამატკბობელი) გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- კეფირს დაამატეთ მანანი, სტევია, გამაფხვიერებელი, კვერცხი და ათქვიფეთ.
- თასს დაახურეთ ხუფი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხზე, მოასხით ლიმონის წვენი, თუ გსურთ, მოაფრქვიეთ დარიჩინი.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და შეურიეთ ვაშლი.
- მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაზე.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!