შემოგთავაზებთ ხაჭოს არომატით გაჯერებული უგემრიელესი, ფუმფულა, ნაზი და მადისაღმძვრელი ხვეულების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებთ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 350 გრ
- საფუარი 1 ჩ. კ. (კარგად არ გაავსოთ)
- რძე 100 მლ
- შაქარი 50 გრ
- კარაქი 50 გრ
- არაჟანი 70 გრ
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 500 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 100 გრ
ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:
- არაჟანი 200 გრ
- შაქარი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 2-3 ჩ. კ. ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა. გააჩერეთ 30-40 წუთი და დაელოდეთ აფუებას.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი და აურიეთ. ფქვილიან ნარევს დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით საფუარი და მოზილეთ საშუალო კონსისტენციის ცომი_არც ისე სქელი და არც ისე რბილი.
- მზა ცომს გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 10-15 წუთი. ამ დროის განმავლობაში ფქვილი შთანთქავს ტენიანობას. შემდეგ დასვენებული ცომი კარგად ჩაზილეთ, გადააფარეთ ტილო, დადეთ სითბოში. ცომის მასა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
- ამზადებთ ხაჭოს გულსართს. ხაჭოს შეაზილეთ კვერცხი და შაქარი. თუ ხაჭოს მასა თხელი გამოგივიდათ, შეაზილეთ ფქვილი ან დაფხვნილი ორცხობილა.
- ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფენად და მომზადებული გულსართი თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ გადაახვიეთ და მიღებული რულეტი გაყავით 20 თანაბარ ნაწილად.
- მომზადებული ხვეულები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. დაიცავით მანძილი. გადააფარეთ ტილო და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. არაჟნისა და შაქრის ნარევი გადაუსვით მზა ხვეულებს, გადააფარეთ და დაელოდეთ გაგრილებას, შეგიძლიათ თბილიც მიირთვათ.
მოამზადეთ ეს გემრიელობა და ისიამოვნეთ!