ნატურალური სასმელი წმენდს ღვიძლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის  ორგანოა, რომელიც პასუხიმგებელია ტოქსინების ნეიტრალიზებასა და გამოდევნაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ორგანოს სწორად ფუნქციონირება.

არასწორი კვება, პასიური ცხოვრების წესი არღვევს ღვიძლის ფუნქციონირებას და აუარესებს მთელი ორგანიზმის მდგომარეობას. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა,  აუცილებელია ამ ორგანოს ტოქსინებისგან გაწმენდა.

შემოგთავაზებთ დეტოქს სასმელის, ჯანჯაფილის ჩაის,  რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას, ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ორგანიზმის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

კოჭა უძლიერესი სამკურნალო საშალებაა, რომელიც გაჯერებულია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ჯანჯაფილი საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა. იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, აუმჯობესებას საჭმლის მონელებას, გამოიყენება გულის დაავადებებისა და ასთმის სამკურნალოდ. მისი დახმარებით შეძლებთ წონის ჯანსაღი გზით დაკლებას. ჯანჯაფილი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ღვიძლის გასაწმენდად და ინფექციების სამკურნალოდ. მოცემული ბუნებრივი პროდუქტი საუკეთესოა გრიპისა და გაციების სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ჯანჯაფილის ჩაი წმენდს ღვიძლს, ამცირებს ინსულტის საფრთხეს, უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფური  სითხის  ცირკულაციას.

ჯანჯაფილის ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფქული ჯანჯაფილი ¼ ჩ. კ.
  • დაფქული კურკუმა ¼ ჩ. კ.
  • ქოქოსის რძე ½ ჩ. ჭ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

აადუღეთ წყალი და ადუღებისთანავე დაამატეთ კურკუმა და ჯანჯაფილი, მოურიეთ და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეურიეთ ქოქოსის რძე და თაფლი. მომზადებული მასა გადაწყრეთ ახალ ჭურჭელში და შინახეთ მაცივარში.

მიიღეთ ის ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 ან 2 სუფრის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – ნახარშის ამოწურვამდე. სურვილისამებრ, გაიმეორეთ კურსი 10 დღიანი შესვენების შემდეგ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!