ჰიბისკუსის (კარკადეს) სასწაულებრივი ჩაი, რომელსაც უკვდავების ჩაის ეძახიან, საუკეთესო დამხმარეა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. ჩაის შარდმდენი ეფექტი აქვს, ებრძვის ჭარბი სითხის შეკავებასა და შეშუპებას. ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულად ფუნქციონირებას.
ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონიდებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს გულის ჯანმრთელობას და აფერხებს კანზე სიბერის ნიშნების გამოვლენას.
ჰიბისკუსის ჩაის საშუალებით შეძლებთ თირკმელებისა და ღვიძლის დეტოქსიკაციას, შაქრის დონის დარეგულირებას და დიაბეტის სიმპტომების კონტროლს. ჩაი აუმჯობესებს განწყობას და ხსნის დეპრესიას.
ამჟამად, შემოგთავაზებთ დამატებითი ინგრედიენტებით გაჯერებული ჰიბისკუსის ჩაის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებასა და წონის დაკლებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჰიბისკუსის 4 ყვავილი (გამხმარი) ან ჰიბისკუსის ყვავილების ფხვნილი 1 ს. კ.
- წყალი 1 ლ
- ცეილონის დარიჩინი 1 ჩ. კ.
- ნიორი 2 კბილი
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, აადუღეთ წყალი. ადუღებისთანავე დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ადუღეთ 3 წუთი. დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 10-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. შეეცადეთ, მიიღოთ დამატკბობელის გარეშე.
- თავდაპირველად, მიიღეთ დღეში 1 ფინჯანი. შემდეგ თანდათან გაზარდეთ 3 ფინჯნამდე. ჩაი მიიღეთ კვებათა შორის, განსაკუთრებით, თუ ტკბილეულის ან სხვა უსარგებლო საკვების მიღება გიწევთ.
ჩაი განაყრებთ და გიქმნით სისავსის შეგრძნებას, შეძლებთ თვეში, დაახლოებით, 5 კგ-ს დაკლებას.
დამატებითი რჩევები:
- მოერიდეთ მარილის ჭარბად მოხმარებას, რადგან ეს იწვევს სითხის შეკავებას.
- გამოიყენეთ ისეთი სანელებლები, როგორიცაა ორეგანო, ოხრახუში, როზმარინი. შეზღუდეთ ნახშირწყლების მიღება.
- შეეცადეთ გამოიყენოთ ყველა სახის მარცვლეული.
- ჰიბისკუსის ჩაის არ აქვს უკუჩვენებები, მაგრამ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის და ძუძუთი კვების პერიოდში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!