ქალბატონებო, მიირთვით დღეში ერთი მუჭი ნიგოზი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ

ნიგოზი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

ნიგოზი მდიდარია ცილით. ცილა უზრუნველყოფს ქსოვილისა და უჯრედების აღდგენას. ეს საკვები ნივთიერება აძლიერებს კუნთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როდესაც ორგანიზმში კუნთოვანი მასა იწყებს დაშლას.

ნიგოზი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას, მდიდარია ომეგა-3-ით, ოლეინის, ალფა-ლინოლეინის, ლინოლეინისა და არაქიდონის მჟავით. ნიგოზი ხელს უწყობს კორონარული არტერიის დაავადების პრევენციას.

25 გრამი ნიგვზის ყოველდღიური მოხმარება უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების რეკომენდებული ყოველდღიური ნორმის 90%-ს.

ნიგოზი ხელს უწყობს კიბოს პრევენციას. გამოკვლევების თანახმად, ნიგოზს 30-40%-ით შეუძლია შეამციროს პროსტატისა და მკერდის კიბოს რისკი.

ნიგვზის კიდევ ერთი სარგებელი არის ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ნიგოზი მდიდარია სპილენძით, რომელიც აუცილებელია ძვლის სიმკვრივისთვის და ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად. ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელიც ძვალს ათხელბს, ხდება მტვრევადი და იზრდება მოტეხილობის რისკი.

მოსალოდნელი საფრთხის ასარიდებლად ყოველდღიურად მიირთვით 5-6 ნიგოზი. ეს განსაკუთრებით აუცილებელია 45 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის, როდესაც ორგანიზმში ძვლის სიმკვრივე იწყებს კლებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!