ლიმონის ეს კექსი საკმაოდ იოლი მოსამზადებელია. მისი პიკანტური გემო და არომატი ძალიან მიყვარს

ლიმონის კექსზე უკეთეს ტკბილეულს ჩაის წვეულებისთვის ვერ ინატრებთ. ლიმონის დელიკატური არომატით გაჯერებული კექსი გამოდის ნაზი, ჰაეროვანი და უგემრიელესი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარაქი 200 გრ
  • შაქრის ფხვნილი 150 გრ
  • ვანილის შაქარი 2 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • მარილი ¼ ჩ. კ.

მომზადების წესი: 

  1. კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ჰაეროვანი მასა და თანდათან დაამატეთ შაქრის ფხვნილი, კვერცხი, მარილი, ვანილის შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მზა ცომი ფორმაში გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. კექსს გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!