ამ საშუალების გამოყენება დიეტოლოგმა მეგობარმა მირჩია. ის წმენდს ორგანიზმს და ააქტიურებს ცხიმის წვას

გასახდომი დიეტები ყოველთვის არ იძლევა სასურველ და სტაბილურ შედეგს. ცოტას ჭამთ, აქტიურად მოძრაობთ, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებთ, არ მცირდება თეძოს გარშემოწერილობა. ამის მიზეზი არის ნელი მეტაბოლიზმი.

აი, რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები, მიირთვათ ცოტა-ცოტა და ყოველ 2 საათში. ამ გზით შევძლებთ სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნებას და მეტაბოლიზმის ასწრაფებას.

მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად საუკეთესო პროდუქტია თხილი. მიირთვით თხილი, მაგრამ აკონტროლეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან იგი საკმაოდ კალორიულია.

ხილის სმუზები დაგეხმარებათ კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მათი საშუალებით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. მაგრამ სასურველი მიზნის მისაღწევად ყველა ხილი არ გამოგადგებათ.

შემოგთავაზებთ მწვანე სასმელი რეცეპტს, რომელიც აასწრაფებს მეტაბოლიზმს და მოგაშორებთ ზედმეტ  კილოგრამებს.

ქინძი და პიტნა მდიდარია ბოჭკოვნებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ზედმეტი სითხის გამოდევნას. ქიძის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას,  მეტაბოლიზმის ასწრაფებას, ხოლო პიტნა წმენდს ღვიძლს და  გამოდევნის ცხიმებსა და ტოქსინებს.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქინძი და პიტნა პატა კონა
  • ჰიმალაის ვარდისფერი მარილი მწიკვი
  • ახლად დაფქული შავი წიწაკა მწიკვი
  • გაფილტრული წყალი 200 მლ
  • ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილი ქინძი და პიტნა მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სასმელი მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უმარტივესი სასმელი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!