ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დღეში, დაახლოებით, 2 ლ წყლის დალევა. წყალი უზრუნველყოფს ორგანიზმის დატენიანებას, უნარჩუნებს კანს ჯანსაღ იერს, შლის ტოქსინებს და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად თქვენი საუკეთესო დამხმარეა.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა დალიოთ წყალი სწორად, რათა შეძლოთ ჭარბი კილოგრამების სწრაფად და მარტივად მოშორება.
1. დაამატეთ წყალს ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი ბუნებრივი თერმოგენია, რომელიც ასწრაფებს ცხიმების წვას და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.
2 ლ წყალს დაამატეთ ჯანჯაფილის ფესვის 4-5 ნაჭერი ან დაფქული ჯანჯაფილი 2 ს. კ. და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
2. ბადრიჯნის წყალი
საშუალო ზომის ბადრიჯანი კანიანად დაჭერით, დაასხით 1 ლ წყალი, შედეთ მაცივარში და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ.
სასმელის პირველი ჭიქა მიიღეთ უზმოზე, ხოლო დანარჩენი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ჭამის წინ. ამ გზით შეძლებთ შიმშილის გრძნობის შემცირებას.
3. ლიმონიანი თბილი წყალი
სწორედ, ეს ხილი და წყლის ტემპერატურა აძლიერებს სასმელს ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნახევარი ლიმონის წვენს დაასხით 100 მლ თბილი წყალი და დაალიეთ მომზადებისთანავე, უზმოზე, ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.
4. ცივი წყალი
დაბალი ტემპერატურა საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად, რადგან ცივი სითხე იქცევა თერმოგენად და წყლის გასათბობად იწვევს მეტაბოლიზმის ასწრაფებას. ეს აიძულებს ორგანიზმს მეტი ენერგიის დახარჯვას და კალორიების დაწვას.
5. სასის წყალი
ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული კოქტეილი ამერიკელმა დიეტოლოგმა სანტია სასიმ შექმნა. ინგრედიენტების საოცარი კომბინაცია აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმების წვას.
სასის წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ლ
- ჯანჯაფილი (გახეხილი) 1 ჩ. კ.
- კიტრი (საშუალო) 1 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
- პიტნა 12 ფოთოლი
მომზადების წესი:
ლიმონი დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოთავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ გათლილი და დაჭრილი კიტრი, ჯანჯაფილი, პიტნა. დაასხით წყალი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში. ერთ ჯერზე მომზადებული სასმელი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
6. წყლის საჭირო რაოდენობა
წყლის დღიური ნორმა არის 2 ლ, მაგრამ ეს ზოგადი მაჩვენებელია და სინამდვილეში წყლის ოპტიმალური რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს წონაზე. სხეულის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე მიიღეთ 35 მლ წყალი.
დაიცავით მოცემული რეკომენდაციები და შეძლებთ ზედმეტი წონის სწრაფად და მარტივად მოშორებას.