შემოგთავაზებთ შვრიის გემრიელი, ნაზი და ხრაშუნა ორცხობილების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წმინდა შვრიის ფანტელი 1,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 100 გრ
- ფქვილი 200-300 გრ
- შაქარი 150 გრ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ნუში, თხილი, დარიჩინი, ქიშმიში (თქვენთვის სასურველი რაოდენობის)
მომზადების წესი:
- კარაქი და შაქარი აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შვრიის ფანტელი და მოზილეთ ცომი, თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი ნუში და თხილი, ქიშმიში, დარიჩინი.
- მზა ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
- მზა ცომიდან გამოხელეთ პატარა გუნდები, ოდნავ გააბრტყელეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი, რადგან ცომი მოიმატებს.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!