გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება 10 დღის განმავლობაში, რათა კანმა სიმტკიცე და სიგლუვე დაიბრუნოს

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ხელნაკეთი შრატის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ. მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და კანისთვის საოცრებებს ახდენს.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თითოეული ინგრედიენტის სარგებლის შესახებ:

E და C ვიტამინებით გაჯერებული სტაფილო აახალგაზრდავებს და აცოცხლებს კანს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. სტაფილოს წვენი სიბერის საწინააღმდეგო საშუალებაა.

ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ასწრაფებს გაახალგაზრდავების პროცესს.

ალოე ვერას გელი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. ის კურნავს აკნეს, აგრეთვე შეიცავს ბეტა-კაროტინს, E და C ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებს კანის ბუნებრივ სიმკვრივეს. ალოე ვერას გელი კანს უნარჩუნებს ელასტიურობას, აფერხებს ნაოჭებისა და სტრიების წარმოქმნას.

ქოქოსის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კანს ანიჭებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. ხელს უშლის ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას.

ვიტამინი E შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის შეხორცებას. E ვიტამინი კანის დასატენიანებლად საუკეთესო საშუალებაა.

შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სტაფილოს წვენი 1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ს. კ.
  • E ვიტამინი (კაფსულებში) 2 ცალი
  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და თქვენი ჯადოსნური შრატიც მზად არის. მომზადებული მასა გადაიტანეთ ჰერმენტულ კონტეინერში.

შრატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია 10 დღე.

ნარევი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ უმარტივესი საშუალება და მოიგვარეთ კანის პრობლემები.