გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადება კუჭის მჟავას გადაჭარბებული სეკრეციის შედეგად ჩნდება. მომტებული მჟავიანობა აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას.
გასტრიტის ძირითადი სიმპტომებია კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მეტეორიზმი.
ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან თუ დროულად არ დაიწყეთ მკურნალობა, შეიძლება გასტრიტმა გამოიწვიოს კუჭის წყლული, რომელიც უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის და ძნელად განკურნებადი.
საბედნიეროდ, გასტრიტის მკურნალობა შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე.
შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გასტრიტის სიმპტომების აღმოფხვრას და გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პატარა გოგრის ნახევარი (ტკბილი)
- თაფლი 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
უმი გოგრა გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად და დააბლენდერეთ (უნდა მიიღოთ, დაახლოებით, ნახევარი ლ მასა), დაამატეთ თაფლი, ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ.
მოცემული საშუალება მიიღეთ უზმოზე. ტკივილი დაუყონებლივ შეგიწყდებათ და თანდათან მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდადრი წვენი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის.
მიიღეთ ეს საშუალება ყოელ დილას, უზომზე 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე კვირიანი შესვენება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!