შვრიის ორცხობილები არა მხოლოდ უგემრიელესი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა

შემოგთავაზებთ შვრიის გემრიელი, ნაზი და ხრაშუნა ორცხობილების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წმინდა შვრიის ფანტელი 1,5 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 100 გრ
  • ფქვილი 200-300 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • ნუში, თხილი, დარიჩინი, ქიშმიში (თქვენთვის სასურველი რაოდენობის)

მომზადების წესი:

  1. კარაქი და შაქარი აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შვრიის ფანტელი და მოზილეთ ცომი, თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი ნუში და თხილი, ქიშმიში, დარიჩინი.
  2. მზა ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
  4. მზა ცომიდან გამოხელეთ პატარა გუნდები, ოდნავ გააბრტყელეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი, რადგან ცომი მოიმატებს.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!