ვანილის ბისკვიტი, რომლის მოსამზადებლადაც ვიყენებთ მდუღარე წყალს. მართლაც ძალიან გემრიელია

შემოგთავაზებთ ვანილის ბისკვიტის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად იყენებთ მდუღარე წყალს. მოცემული რეცეპტის მიხედვით, ბისკვიტი უნდა გამოაცხოთ ღუმელში. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ მულტიქუქერში.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ზეთი 3 ს. კ.
  • მდუღარე წყალი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ, დაახლოებით, 8-10 წუთის განმავლობაში, მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. ცალკე თასში აურეით გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეაზილეთ. თქვეფთ მიქსერის მინიმალურ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ ადუღებული წყალი (ერთბაშად არ დაასხათ), ზეთი და ვანილი.
  2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.

ფუმფულა და არომატული ბისკვიტი შეგიძლიათ მორთოთ სასურველი კრემითა და ხილით. გემრიელად მიირთვით!