სოკოსგან გათავისუფლება, რომელიც ქერტლსა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებას პროვოცირებს, მარტივი საშინაო რეცეპტებითაა შესაძლებელი

ქერტლის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. მის არსებობაზე მოწმობს თმაში თეთრი ფანტელები. მართალია, ქერტლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია.

შემოგთავაზებთ 5 ეფექტური, უმარტივესი და ბიუჯეტური  საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით შეძლებთ მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებას.

1. წითელი ხახვის ნიღაბი

სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული წითელი ხახვი ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალესა და ქერტლს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ხახვი 2 თავი
  • წყალი ან ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ხახვი დაჭერით, დაასხით ცოტა წყალი ან ზეთი და დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა. ნიღაბი  შეიზილეთ თავის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

გაითვალისწინეთ, შეიძლება თმაზე ხახვის უსიამოვნო სუნი დაგრჩეთ.

2. ასპირინი და ძმარი

ასპირინი შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო ქიმიურ კომპონენტს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად აღმოფხვრას ქერტლის გამომწვევი სოკო.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 აბი ასპირინი
  • ძმარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ასპირინის აბები დაფშხვენით და დაასხით იმ რაოდენობის ძმარი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. ნარევი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი დაიტოვეთ მთელი ღამე.

3. საკვების სოდა და ლიმონის წვენი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ს. კ.
  • ლიმონის ან ლაიმის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. თმა ჩამოიბანეთ მხოლოდ წყლით.

სოდა არეგულირებს კანის pH დონეს, ხელს უწყობს სოკოს აღმოფხვრას და გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.

4. ლუდი

ლუდის შემადგენლობაში შემავალი საფუარი შლის ქერტლის გამომწვევ სოკოს. უბრალოდ გადაივლეთ თმაზე ლუდი და თან შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. შემდეგ თმა წყლით  ჩამოიბანეთ. ამ უმარტივესი ხერხით შეძლებთ ქერტლისგან გათავისუფლებას.

5. თაფლისა და კვერცხის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ფუნჯით შეიზილეთ თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და მოიშორეთ ქერტლი.